Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713092&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ბუღალტერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ბუღალტერი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კრისტალ ჰოტელ & სპა მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, თბილისიდან 185 კმ-ში და დიდველის სასრიალო საბაგიროდან რამდენიმე წუთში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი ფანჩატურებით.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://hotelcrystal.ge/

დღეს სასტუმრო კრისტალის სამუშაო გუნდი 150-მდე თანამშრომელს ითვლის, სეზონზე კი ეს ციფრი 300-მდე იზრდება. ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უფროსი მოლარე-ბუღალტრის თანამდებობაზე შემდეგი პირობებით:

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დიდველი მიმდებარე ტერიტორია
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაღდი ფულისა და ფასეულობების დათვლა, შემოწმება და შენახვა;
** ინკასაციის ოპერაციების წარმოება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ნაღდი ფულის მიღება/გაცემა სალაროდან
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება თავისი მოვალეობის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** Microsoft Office ცოდნა
** აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება HR მენეჯერსა და დირექტორთან

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: tamarilomidze09@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია