|
დასახელება:
HR სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მედკორი
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი კომპანია "მედკორი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია (https://medcore.ge/ka/) 2014 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ჯანდაცვის სექტორს სთავაზობს ინოვაციურ და თანამედროვე პროდუქციას სამედიცინო, სტომატოლოგიური და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.
გრაფიკი: ფრილანსი (დისტანციური მუშაობა), საჭიროების შემთხვევაში (მაგ. გასაუბრებების ფინალური ეტაპი ან დოკუმენტაციის გაფორმება) ოფისში გამოცხადება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტალანტების მოძიება და შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა: ვაკანსიის პროფილის განსაზღვრა, ვაკანსიის აღწერილობის მომზადება და განცხადებების განთავსება შესაბამის პლატფორმებზე;
** შემოსული რეზიუმეების გადარჩევა, პირველადი ინტერვიუების (screening) ჩატარება და გასაუბრების შემდგომი ეტაპების ორგანიზება;
** პოტენციური კანდიდატების მოძიება სხვადასხვა პროფესიულ და სოციალურ ქსელებში (LinkedIn და სხვა);
** კანდიდატებთან პოზიტიური კომუნიკაციის წარმოება და შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე ჯეროვანი უკუკავშირის მიწოდება;
** კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია და შიდა რეზერვების/ბაზების მუდმივი განახლება;
** შერჩეული კანდიდატის დასაქმების პროცესის კოორდინაცია, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და სამუშაო გარემოში ინტეგრაციის მხარდაჭერა;
** თანამშრომელთა შვებულებების, ბიულეტენებისა და დასწრების აღრიცხვის წარმოება;
** ყოველთვიური სახელფასო მონაცემების დამუშავება, გადამოწმება და მენეჯმენტთან შეთანხმება გადარიცხვის განხორციელებამდე;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (Social Sciences, Business Administration, ფსიქოლოგია ან მომიჯნავე სფერო);
** აუცილებელია პერსონალის შერჩევის (recruiting) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: vacancy01@medcore.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - " HR სპეციალისტი".
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ თქვენთან სახელშეკრულებო ან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შენახული იქნება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|