Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=713033&print=yes&view=jobs
 
ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნოლოგი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ტექნოლოგის თანამდებობაზე საწარმოო პროცესების მართვის გუნდში.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა / 12-საათიანი დღის და ღამის ცვლები

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნოლოგიური პროცესების წარმართვა, პროდუქციის მომზადება და გამოშვება
** შეკვეთების შედგენა წარმოების პროცესის ნედლეულით, ინგრედიენტებითა და მასალებით უზრუნველყოფისათვის
** სისტემაში მონაცემთა დროული შეყვანა ნედლეულის, ინგრედიენტებისა და სხვა მასალების მოძრაობის შესახებ
** ნედლეულისა და სხვა მასალების გახარჯვის ყოველდღიური კონტროლი
** შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე საწარმოო ანგარიშების ყოველდღიური დახურვა
** პირველადი დოკუმენტების ზუსტად დამუშავება, დროულად წარმოება
** ნებისმიერი ცვლილებებისა და პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინჟინერ-ტექნოლოგის დროული ინფორმირება
** საწარმოო ეფექტურობისკენ მიმართული პროექტებსა/ღონისძიებებში მონაწილეობა

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება, სასურველია კვების ტექნოლოგიის ან სხვა ტექნიკური მიმართულებით
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნოლოგიის მიმართულებით, სასურველია წარმოებაში
** MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია 1C
** სასურველია შესაბამისი სტანდარტების საბაზისო ცოდნა (AIB, GMP, HACCP, ISO 22000, FSSC)
** ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური B1+ დონეზე
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ძლიერი მოტივაცია, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა
** ცვლის გრაფიკით (დღის, ღამის) მუშაობის შესაძლებლობა

რას გთავაზობთ?

** რძის პროდუქტების ტექნოლოგიაში სიღრმისეული გამოცდილების მიღება
** კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
** ტრანსპორტირება (მ/ს "ისანი")
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 მაისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია