Робота для біженців з України
სუ-შეფი - მონტენეგრო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუ-შეფი
მომწოდებელი: რესტორანი ოდა
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
რესტორანი "ოდა" აცხადებს ვაკანსიას სუშეფის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბუდვა, მონტენეგრო

რესტორანზე ინფორმაცია: Instagram

პასუხისმგებლობები და მოვალეობები:

** სამზარეულოს მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** საკვების წარმოების სტანდარტების, ტექნოლოგიური ბარათების და კალკულაციების დაცვა.
** სამზარეულოს პროცესების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი.
** ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, მათი კოორდინირება და დატრენინგება.
** შეკვეთების დროული მომზადებისა და მიწოდების უზრუნველყოფა.
** ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი და ხარჯების ოპტიმიზაცია.
** სამზარეულოს ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
** მენეჯმენტთან ანგარიშების წარმოება და აქტიური კომუნიკაცია.
** სამზარეულოს ოპერაციებში პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.

მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება კულინარიის მიმართულებით (სასურველია დამატებითი სერტიფიკატები).

გამოცდილება:

** მინიმუმ 7 წელი სამზარეულოს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** მინიმუმ2 წელი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაცია და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება.
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

ცოდნა:

** სურსათის უვნებლობის (HACCP) სტანდარტების ცოდნა.
** თანამედროვე კულინარიული ტექნოლოგიების გამოყენება.
** კომპიუტერული უნარები (MS Office).
** ენები: ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია).

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დღეში9-10 საათი.
ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი.
საცხოვრებელი და კვება: უზრუნველყოფილია.
დამატებითი ბენეფიტები: მიღწეული შედეგების მიხედვით.

როგორ შემოგვიერთდეთ?

დაინტერესებულმა პირებმა დაგვიკავშირდით:

WhatsApp/Viber: +382 68 537 515

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე