Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712981&print=yes&view=jobs
 
სერვის მენეჯერის ასისტენტი - წიწამური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი სერვის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ

** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
** კორპორაციულ ღონისძიებებს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება

** მექანიკოსთა გუნდის მართვა და მათი სამუშაოს შესრულების მონიტორინგი;
** მექანიკოსების შერჩევის მონიტორინგი კლიენტის სატ. მანქანის საჭიროებიდან გამომდინარე;
** სერვისის ყოველთვიური გეგმების შესრულება გუნდთან ერთად;
** მექანიკოსების ხელსაწყოების მარაგის კონტროლი და საჭირო ხელსაწყოების შესყიდვაზე ზრუნვა;
** სერვისში მიმდინარე პროცესების კონტროლი - სატ. მანქანების მიმოსვლის მონიტორინგი;
** პრობლემურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება;
** ფილიალის ტექნიკურად გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სერვისში არსებულ მომსახურების ფასების დადგენა, კონკურენტების და შიდა ანალიზის მიხედვით;
** სამუშაო პროცესის გამართულად მუშაობის მონიტორინგი ISO სტანდარტების შესაბამისად;
** საჭიროებისამებრ, თანამშრომლების დატრეინგიება სერვისის მიმართულებით.

კვალიფიკაცია და უნარები, რომელიც გვჭირდება

** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია სატვირთო ავტომანქანების სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** აუცილებელია სხვადასხვა საჭირო პროგრამაში, მათ შორის FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** სერვისსა და მომხმარებელზე ორიენტირებული;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** როგორც წერითი, ასევე, ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება;
** სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 07 მაისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: სერვის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია