Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712980&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული

კომპანიის შესახებ:

კომპანია "ესმოტორს" ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** კომპანიის ობიექტების ვიდეოკამერების მონიტორინგი;
** კამერების ჩანაწერების ანალიზი;
** უსაფრთხოების რისკების შეფასება;
** დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
** კომპანიის ობიექტებში კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
** საწვავის მონიტორინგი;
** ავტომობილების დაგეგმილი მარშრუტების მოძრაობის კონტროლი;
** კომპანიის ობიექტებზე ელექტრო გაყვანილობის, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
** ექსტრემალურ სიტუაციაში სწრაფი და სწორი რეაგირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2-3 წელი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების და მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია