Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712976&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი/ოპერატორი - სმგ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/ოპერატორი - სმგ
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
კომპანია "სმგ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/ოპერატორის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "სმგ" 2018 წლიდან წარმოადგენს EOUGEM ბრენდის ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოს ბაზარზე და სთავაზობს მომხმარებელს სამშენებლო დანიშნულების საშუალო და მცირე ზომის დამტვირთველებს, აგრეთვე ციცხვების და აგრეგატების ფართო არჩევანს გარანტიით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://WWW.SMGGROUP.GE

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების უზრუნველყოფა;
** ასორტიმენტის მართვა და ნაშთების კონტროლი;
** გეგმის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების ინიციირება-დაგეგმვა-განხორციელება;
** პროდუქციის მიღება-გაცემა-განთავსების და გაყიდვის პროცესის უწყვეტობის მონიტორინგი
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** სალარო ოპერაციების წარმოება დადგენილი წესით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორაციულ ნომერს სატელეფონო ლიმიტით;
** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია