|
დასახელება:
ოფის-მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
"სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "ესმოტორს"-ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება. შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** ოფისში ჩანიშნული შეხვედრებისთვის შეხვედრის სივრცის მზაობის მართვა და უზრუნველყოფა;
** ოფისში სამუშაო პირობების შექმნა (საკანცელარიო, საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფის ორგანიზება);
** ოფისის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების და მხარდაჭერის კუთხით აქტიური ჩართულობა;
** ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან დროული დაკავშირება;
** კომპანიის/თანამშრომლების სახელზე მიღებული ამანათების/წერილების აღრიცხვა/გადამისამართება ადრესატთან; შესაბამისად მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის ადმინისტრირება;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების ორგანიზებაში დახმარება;
** შეხვედრებზე დასწრება და ოქმების მომზადება;
** კომპანიაში არსებული ყველა სახის დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოწესრიგება და სათანადო რეესტრის წარმოება; მათ შორის დასკანერება/დაარქივება სერვერზე;
** ხელმძღვანელის მოთხოვნის შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის/რეპორტის წარდგენა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის გათვალისწინებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე:
cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "ეს მოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|