Робота для біженців з України
ტექნიკური სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ლოკო ალიანსი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
სამშენებლო კომპანია "ლოკო ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სუპერვაიზერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია პროექტის მიმდინარეობის ეტაპების კონტროლი, შესრულებული სამუშაოების კონტრაქტებით განსაზღვრულ სამუშაოებთან შედარება და შესაბამისობის შეფასება; საჭიროების შემთხვევაში კონტრაქტორების მხრიდან დამატებითი ან უფრო ხარისხიანი სამუშაოების განხორციელების რეკომენდაცია.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გურამიშვილის #84
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00
** სამუშაო ენა: რუსული ან ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა
** სახელფასო რეინჯი: 2500-3000 GEL

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების ეტაპების ინსპექტირება; პროექტთან და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
** კონტრაქტორების მიერ სამუშაო გრაფიკის შესრულების კონტროლი და ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის მონიტორინგი;
** ობიექტის დათვალიერების შედეგებზე ანგარიშების მომზადება (რეკომენდაციები, შენიშვნები, ფოტორეპორტები);
** კონსტრუქციულ ელემენტებში აღმოჩენილი ხარვეზების მიზეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის წინადადებების მომზადება;
** ობიექტზე ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის ხარისხის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მართვა.

პროფესიული უნარები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით, მათ შორის ელექტრო მიმართულებით (დაბალძაბვიანი სისტემები);
** ისეთი პროგრამების ცოდნა, როგორიც არის MS Project, MS Office, Docflow

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: besmartvacancy@gmail.com

გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ტექნიკური სუპერვაიზერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე