Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712942&print=yes&view=jobs
 
რესტორნის მოლარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მოლარე
მომწოდებელი: ჰაუსმაგი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
შპს "ჰაუსმაგი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო კომპლექსების ქსელი "New Wave Hotel Chain"-ის რესტორნის მოლარის პოზიციაზე.

სასტუმრო კომპლექსების ქსელი "New Wave Hotel Chain" მდებარეობს ქალაქ ბათუმში. სასტუმროდან საცალფეხო გზით 5 წუთი გაშორებთ ულამაზეს ზღვის სანაპიროს. სტუმრებისთვის შემოთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, აუზი, ფიტნეს დარბაზი, რესტორანი, კაფე, შერეული სამზარეულოთი.

გთავაზობთ კეთილგანწყობილ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდთან ერთად საოფისე სამუშაოს, შესაბამისი პროფესიონალური და მრავალფეროვანი სამუშაო პროცესის თანხლებით. თუ ხართ ორგანიზებული, მიზანდასახული, დეტალებზე ორიენტირებული ადამიანი. გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ პირობებს:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების ზუსტი და უშეცდომო წარმოება;
** ფულის მიღება და გაცემა ფიზიკურ პირებზე;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა;
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** სალაროს წიგნის წარმოება, შემოსავლისა და გასავლის ყოველდღიური;
** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამულ მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.
** მომხმარებელთან ურთიერთობა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** სალაროსა და ტერმინალთან მუშაობა;
** პროდუქციაზე სრული ინფორმაციის ფლობა;
** სოციალური ქსელში აქტიურობა, წერილებზე პასუხი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სასტუმროს რესტორანში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდური მუშაობის უნარი და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღება;
** უცხო ენა: ინგლისური სასაუბრო დონე;
** კომპიუტერული პროგრამების გამოყენების ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი და განვითარების შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; შესვენება: 1სთ.
** სამსახური უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს. საღამოს საათებში ტრანსპორტირებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@newwavehotels.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რესტორნის მოლარე".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც.

გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია