Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712941&print=yes&view=jobs
 
მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: კულინარი ფუდსი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"კულინარი ფუდსი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, ვლადიმერ ნანეიშვილის 11
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პიცის ცომის, აჭარული ხაჭაპურის ცომისა და იმერული ხაჭაპურის ცომის მომზადება, დამუშავება და შესაბამისი ფორმით მომზადება, ფენოვანი და ნახევარფენოვანი ცომის მომზადება;
** გულსართების მომზადება (ლობიანი/ხაჭაპური და სხვა ცომეული);
** ღუმლის ტემპერატურის კონტროლი;
** სამზარეულოში არსებული მარაგის შემოწმება და შესაძენი პროდუქტის სიის შედგენა და მენეჯერისათვის მიწოდება;
** პროდუქტის მიღება, ხარისხის შემოწმება და კონტროლი;
** კერძის მომზადებისას დადგენილი გრამაჟების განუხრელ დაცვა;
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა.

გაითვალისწინეთ, კანდიდატს ეყოლება რამდენიმე დამხმარე.

გაითვალისწინეთ, რომ შერჩეულ კანდიდატს ვთხოვთ, ადგილზე მოამზადოს რამდენიმე კერძი, რათა უკეთ შევაფასოთ მისი უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: infoculinaryfoods@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვირეკეთ 597788662 ნომერზე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია