|
დასახელება:
ტრენინგი - უბედური შემთხვ. მოკვლევა სამუშაო სივრცეში
|
| მომწოდებელი:
კოსი - კონცეფთ ოფ სეიფთი
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
"OSHAcademy International"-ის სასერტიფიკატო ტრენინგზე - "სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების ეფექტური მოკვლევა" რეგისტრაცია დაიწყო.
პროგრამა განკუთვნილია: მენეჯერებისთვის, ზედამხედველებისთვის, უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, HR-ის წარმომადგენლებისთვის, ინციდენტების მოკვლევაში ჩართული პირებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს უსაფრთხოების სფეროში ცოდნის გაღრმავება.
რას ისწავლით პროგრამაზე?
** რატომ ხდება ინციდენტები და რა არის მათი მოკვლევის რეალური მიზანი
** ინციდენტის მოკვლევის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი მოთხოვნები
** ფაქტების შეგროვების მეთოდები, შემთხვევის ადგილის მართვა, მტკიცებულებების დაფიქსირება, ინტერვიუები
** ინციდენტის ანალიზი და მიზეზების დადგენის სხვადასხვა მიდგომები
** ანალიზის ინსტრუმენტები: 5 Why და Fishbone Diagram
** უშუალო, ზედაპირული და სისტემური მიზეზების გარჩევა
** სისტემური ფაქტორების გავლენა უსაფრთხოებაზე
** პრაქტიკული ქეისების გამოყენება რეალურ სიტუაციებზე
** ანგარიშგების, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის ძირითადი პრინციპები
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ OSHAcademy-ის ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია და მნიშვნელოვნად ზრდის პროფესიულ შესაძლებლობებს.
ტრენინგი განხორციელდება 19 აპრილს (კვირა) 11:00-17:00 საათზე.
დარეგისტრირდი ახლავე: https://shorturl.at/xxnnL
შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "კოსი" წარმოადგენს "OSHAcademy"-ის ავტორიზებულ ტრენინგ-პროვაიდერს საქართველოში.
"OSHAcademy" 1999 წელს აშშ-ში დაფუძნდა და მომხმარებლებს სთავაზობს 120-ზე მეტ მაღალი ხარისხის კურსსა და საგანმანათლებლო პროგრამას. მისი ტრენინგები აღიარებულია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მსოფლიო მასშტაბით.
ტრენერი: ნათია სულავა - შრომის უსაფრთხოების კონსულტანტი და OSHAcademy-ის აკრედიტირებული ტრენერი
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 98 81 80
|
|
|
|