Робота для біженців з України
სეზონური პრისეილერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სეზონური პრისეილერი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი, საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სეზონური პრისეილერის პოზიციაზე, ბათუმში.

თანამშრომლობის პერიოდი: 5 თვე (შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელებაც)

კომპანიის შესახებ:

სს " იბერია რეფრეშმენტსი" არის " პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group-ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) დისტრიბუცია.
ასევე ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებასა და დისტრიბუციას საქართველოში.

სს "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ფიქსირებული 1100 ლარი + ცვლადი დანამატი (თვეში მაქსიმუმ 2700 ლარამდე, ფიქსირებულს + ცვლადი დანამატი);
** საწვავი;
** მანქანის ცვეთის ხარჯი;
** კორპორაციული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** კორპორაციული SIM ბარათი

ძირითადი მოვალეობები:

** თავის სამუშაო ტერიტორიაზე, კომპანიის პროდუქტების გაყიდვების გაზრდა;
** კომუნიკაცია კლიენტებთან ახალი პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებით, ფასების ცვლილებებზე, კამპანიებზე, პრომო აქციებზე კომპანიის წესების შესაბამისად;
** ყოველკვირეული ვიზიტები განსაკუთრებულ/მნიშვნელოვან კლიენტებთან გაყიდვების სუპერვაიზერის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
** ინფორმაციის მოძიება მის ტერიტორიაზე არსებული (აქტიური და პოტენციურად აქტიური) კლიენტების შესახებ;
** ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების მართვა, პასუხების მიწოდება უმოკლეს ვადებში და ეფექტურად პრობლემების გადაწყვეტა;
** კომპანიის მიერ შედგენილი მარშრუტის შესრულება და მაქსიმალური რაოდენობის შეკვეთების აღება და კომპანიის მიერ დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად გატარება;
** პასუხისმგებელია კლიენტისათვის კომპანიის მიერ გადაცემულ მარკეტინგულ მოწყობილობებზე, მათთან დაკავშირებით ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმებაზე და კომპანიისათვის წარმოდგენაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საშუალო განათლება;
** პრისეილერად მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია, საკუთარი ავტომობილი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობიანობა;
** გუნდურობა.

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება " სეზონური პრისეილერი ბათუმში " უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში).

დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 6 მაისი, 2026 წელი.

კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე