Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712927&print=yes&view=jobs
 
ინჟინერი გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის მიმართულებით
მომწოდებელი: მუნიციპალური განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი" აცხადებს კონკურსს პროექტების დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტის ინჟინრის (გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის მიმართულებით) ვაკანტურ პოზიციაზე

ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/

ვაკანტური პოზიცია: 2 ერთეული;
სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება);
ანაზღაურება: 4960 ლარი;
დამატებითი ბენეფიტი: სატელეფონო ლიმიტი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტში გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა, საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
** სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების და დეტალური საინჟინრო პროექტების გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის ნაწილის მოსამზადებლად ტექნიკური დავალებების შედგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის ნაწილის (გრაფიკული მასალა, საპროექტო გადაწყვეტები, ტექნიკური სპეციფიკაციები, სამუშაოების მოცულობების უწყისები, გაანგარიშებები) განხილვა, არქიტექტურულ და სხვა საინჟინრო ნაწილებთან შესაბამისობის დადგენა და შეფასება. შენიშვნების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტების და ქვე-პროექტების განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური საკითხების განხილვა და სამშენებლო კონტრაქტებში გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის ნაწილში შესატანი შესაძლო ცვლილებების ტექნიკური შეფასება;
** კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში ურთიერთობა პროექტში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან (მუნიციპალიტეტები, კერძო სექტორი, კონსულტანტები, კონტრაქტორები და სხვა ორგანიზაციები);
** ფონდის ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
** ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მისი მოადგილეების, დეპარტამენტის და ჯგუფის უფროსების სხვა დავალებათა შესრულება;
** დეპარტამენტის და ჯგუფის უფროსებთან ანგარიშგება ფონდში დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინრის სპეციალობით
** სამუშაო გამოცდილება - 5 წელი
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ინჟინრის სპეციალობით.
** ზოგადი გამოცდილება 5 წელი, აქედან მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება პროექტების გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის ნაწილის შეფასებაში, პროექტირებაში ან განხორციელებაში; საკონსულტაციო დავალებების, საპროექტო დოკუმენტაციის და სატენდერო მასალების (ტექნიკური სპეციფიკაციების, სამუშაოთა მოცულობების, ნახაზების და სხვა) მომზადების ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო დონორების დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში;
** გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების გამოყენებაში;
** Revit-თან და BIM-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

** საოფისე პროგრამები: MS Word, Excel, PowerPoint, Outlook, Gmail,
** ArchiCAD, AutoCAD.

ენები:

ენა წერითი უნარები მეტყველება:

** ქართული - C1, C1
** ინგლისური - B2, B2

საკონკურსო მოთხოვნები:

** საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
** "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება;
** "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №558;
** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ".

პროფესიული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნოს (hr.gov.ge-ს ფორმატში) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი PDF ფაილით (PDF ფაილის დასახელება: CV- სახელი და გვარი (ქართული ფონტით)) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@mdf.org.ge და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ინჟინერი (გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის მიმართულებით)".

კონკურსის ეტაპები:

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
წარმოდგენილი რეზიუმეების გადარჩევის შემდგომ, პირველ ეტაპზე წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება იგეგმება მიმდინარე წლის 24 აპრილს და შერჩეული კანდიდატები ვაკანტურ პოზიციებზე დაინიშნებიან 2026 წლის 1 მაისიდან.
არასრულყოფილად ან/და დადგენილი მოთხოვნის დაცვის გარეშე წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საკონტაქტო პირი (+995) 577 07 05 15 თამარ სარაჯიშვილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია