Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712918&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ე-ბილდვეი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"ე-ბილდვეი" არის ჰოლდინგური ტიპის კომპანია, რომელიც ფრანგული კოშკურა ამწის ბრენდის, POTAIN-ის ერთადერთი ოფიციალური დილერია საქართველოში.

ვეძებთ პროფესიონალს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება და გაუძღვება ჩვენს მარკეტინგის გუნდს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოლდინგში არსებული კომპანიებისთვის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება;
** ბაზრის მოთხოვნის სისტემატური კვლევა;
** ბრენდის იმიჯის სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაზე ზრუნვა;
** სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** ბრენდების განვითარება, ბაზარზე ცნობადობისა და მოცულობის გაზრდა;
** კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან კოლაბორაციით საინტერესო აქტივობების დაგეგმვა, გაყიდვებისა და ცნობადობის ასამაღლებლად;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების/აქციების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** სოციალური ქსელების/პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება და აღსრულების კონტროლი;
** გუნდთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით, ახალი იდეების გენერირება და მათთვის სტრატეგიის დასახვა;
** გუნდის წევრებისთვის დავალებების სწორად დელეგირება და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის/გუნდის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Task management-ის პროგრამების ცოდნა;
** Google Analytics, SEO, META ads, Content Marketing პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00 - 18:00 სთ
მისამართი: დიღმის მასივი, II კვარტალი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@buildway.ge.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია