საგრანტო კონკურსი ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით
თანდართული ფაილი: Circular Economy Grant Programme (Call for Proposals and Application Form)
პროგრამა "მწვანე, ინკლუზიური და ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, აცხადებს საგრანტო კონკურსს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ), არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, საქართველოში ინკლუზიური, სამართლიანი და თანასწორი მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (EPR) ნარჩენების მართვის სისტემების ჩამოყალიბების მხარდასაჭერად.
საგრანტო კონკურსის მიზანია აღნიშნული ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მათ განახორციელონ ხელშესახები და გაზომვადი ღონისძიებები ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების მიმართულებით. განმცხადებლებმა უნდა დაასაბუთონ, რომ მათ მიერ შემოთავაზებული აქტივობები ეხება კონკურსით განსაზღვრული ნარჩენის შვიდი ნაკადიდან სულ მცირე ერთს (ბატარეები და აკუმულატორები, ტყვიის მჟავას ბატარეები, ზეთები, ელექტრო ნარჩენები, შესაფუთი მასალები, საბურავები და ავტომობილები).
პრიორიტეტულად განიხილება ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, წყაროსთან განცალკევებული შეგროვების სისტემების განვითარებას ან გაძლიერებას, და/ან წინასწარი დამუშავებისა და გადამუშავების შესაძლებლობების გაფართოებას, რაც ნარჩენების ნაგავსაყრელზე მოხვედრის შემცირებას და რესურსების აღდგენის ზრდას უზრუნველყოფს.
საგრანტო პროგრამა დააფინანსებს როგორც კაპიტალურ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ტექნიკასა და ტექნოლოგიებში, ასევე ლოჯისტიკური ოპერაციების ეფექტიანობის გაზრდას და ინოვაციური სერვის მოდელების დანერგვას, თუ ისინი პირდაპირ უკავშირდება ნარჩენების მართვის სისტემების (შეგროვება, შენახვა, ტრანსპორტირება, დამუშავება, გადამუშავება, ხელახალი გამოყენება და/ან აღდგენა) გაძლიერებას.
განაცხადის წარდგენა შეუძლიათ სხვადასხვა პროფილის მქონე ორგანიზაციებს, რომელთა გამოცდილებაც მოიცავს თემთან ურთიერთობას, ადგილობრივი და/ან ინოვაციური სერვისების დანერგვას, თანამშრომლობითი მოდელების შექმნას და ა.შ. აუცილებელია, შემოთავაზებულმა პროექტმა მკაფიოდ წარმოაჩინოს, რომ დაგეგმილი აქტივობები ხელს უწყობს კონკურსით განსაზღვრული ნარჩენების ნაკად (ებ)ის მართვას ე.წ. 4R პრინციპიდან (შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება ან აღდგენა) სულ მცირე ერთ-ერთის შესაბამისად.
პროგრამის ფარგლებში, პროექტის გუნდი უზრუნველყოფს შერჩეული გრანტის მიმღებების ტექნიკურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას, ასევე მონიტორინგს, რაც ხელს შეუწყობს პროექტების ეფექტიან განხორციელებასა და დასახული მიზნების მიღწევას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებგვერდზე
საგრანტო კონკურსი ხორციელდება ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციისა (UNIDO) და ავსტრიის გარემოს სააგენტოს (UBA) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: circulareconomy.ge@undp.org
განაცხადთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: circulareconomy.ge@undp.org
|