|
დასახელება:
ანესთეზიოლოგი
|
| მომწოდებელი:
ახალი მზერა
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს ანესთეზიოლოგის ვაკანსიას
სამუშაო განაკვეთი – სრული
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** პაციენტის წინასაოპერაციო შეფასება და ანესთეზიოლოგიური რისკების განსაზღვრა
** ანესთეზიის დაგეგმვა და ჩატარება ოფთალმოლოგიური ოპერაციების დროს (ადგილობრივი ანესთეზია)
** პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგი ოპერაციის მიმდინარეობისას
** ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის კონტროლი და პოსტანესთეზიური მოვლა
** გადაუდებელ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და ანესთეზიოლოგიური ჩანაწერების სწორად გაფორმება
** ქირურგიულ და სამედიცინო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა
** ინფექციური კონტროლისა და კლინიკის შიდა პროტოკოლების დაცვა
** პაციენტებთან და მათ ახლობლებთან პროფესიული კომუნიკაცია ანესთეზიასთან დაკავშირებულ საკითხებზე
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
** თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სერვისებით მგზავრობის 1 წლიან სამგზავრო ბარათს - შესწავლის პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე info@akhalimzera.ge 2026 წლის 30 აპრილამდე. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|