Робота для біженців з України
დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
საკურიერო და ლოჯისტიკური კომპანია "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1100 ლარი თვეში;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი და კვირა დასვენება;
მდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. 64

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის გზავნილების აღრიცხვა/განაწილება არსებული წესის შესაბამისად;
** ამანათების ადრესატებისგან აღების და დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
** საკურიერო სამსახურისთვის ადრესატების მისამართების მიწოდების პროგრამული უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური რეპორტინგი;
** ამანათების დასტიკერების / დანათების პროცესის მონიტორინგი;
** გაზვნილის კოდების/სტატუსების მიხედვით კომენტარების თვალყურის დევნება და მყისიერი რეაგირება პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში;
** მუდმივი კომუნიკაცია საოპერაციო განყოფილებასთან;
** მუდმივი კომუნიკაცია კურიერებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე