Робота для біженців з України
სტაჟირება მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟირებას დღის და ღამის მორიგის პოზიციაზე მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში. სტაჟირება გაგრძელდება ორი თვე დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიწისძვრების მონიტორინგი, დამუშავება, მონაცემთა ბაზაში გადატანა;
** დიდ მიწისძვრაზე ოპერატიული რეაგირება;
** საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება (საჭიროების შემთხვევაში);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭებათ ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია) სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.

ქცევითი კომპეტენციები:

** ოპერატიულობა
** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალობა;

სამუშაო პირობები: არასრული სამუშაო გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 20 საათისა;

აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 15 აპრილამდე, შემდეგ მისამართზე: ies@iliauni.edu.ge. აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სტაჟირებას "დღის და ღამის მორიგის პოზიციაზე მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების სამსახურში".

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე