Робота для біженців з України
1C ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: ფაინ თრი ინთერნეიშენალი
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია "ფაინ თრი ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე;

მოვალეობები:

** ახალი კონტრაგენტის შექმნა, შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით;
** პრისეილერების მიერ გადმოგზავნილი შეკვეთების და დაბრუნებების შედარება, შეკვეთების დამუშავება, საწყობის პროგრამაში გადატვირთვა, აგროვებული შეკვეთების კორექტირება და რეალიზაციაში ატვირთვა;
** დისტრიბუციისთვის საბუთების გამზადება და ანგარიშ-ფაქტურების გადაგზავნა;
** დაბრუნებული პროდუქციის ზედნადებების გააქტიურება RS-ზე;
** დაბრუნების ფასების კონტროლი და კორექტირების ფაქტურების გადაგზავნა;
** ვადების მიხედვით შიდა საწყობებში დაბრუნებული პროდუქციის გადანაწილება;
** პროგრამულად საწყობის ნაშთების კონტროლი;
** საწყობის აღწერის შედეგათ დაფიქსირებული გადაცდომების მიზეზების დადგენა და ხარვეზების აღმოფხვრა;
** ბორტის აღწერის შედარება პროგრამულად;
** დავალიანებების შესახებ სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება მოთხოვნის შესაბამისად;
** რეალიზაციისა და დაბრუნების დოკუმენტების შემოწმება და დაარქივება;
** RS-ზე მიღებული ზედნადებების კონტროლი და შესასყიდი პროდუქციის აყვანა პროგრამაში
** RS-სა და პროგრამას შორის რეალიზაციის, დაბრუნებისა და ფაქტურების შედარება;
** პროდუქციის ჩამოწერა და RS-ზე ასახვა;
** დღის ბოლოს საწყობთან გაცვლილი დოკუმენტაციის შედარება;
** არსებული ვალების კორექტირება;
** ყოველი თვის ბოლოს გატარებული და ჩახურული ყველა შეკვეთის დოკუმენტების შემოწმება;

კვალიფიკაცია:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი;

ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;

სამუშაო განაკვეთი - სრული;
სამუშაო საათები - 9.00-18.00;
შაბათი -კვირა და უქმე დღეები დასვენება;

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: hr@pinetreeint.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

გაითვალისწინეთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე