|
დასახელება:
გაყიდვების აგენტი
|
| მომწოდებელი:
BlueGold
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 06 მაისი
|
უძრავი ქონების კომპანია "BlueGold" ეძებს გამოცდილ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების აგენტებს, რომლებიც მზად არიან იმუშაონ აქტიურ და დინამიკურ გარემოში და საკუთარი შედეგებით მიაღწიონ მაღალ შემოსავალს.
თუ ხარ კომუნიკაბელური, გაქვს გამოცდილება გაყიდვებში და იცი როგორ მიიყვანო საქმე ბოლომდე - ეს ვაკანსია შენთვისაა.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი (მეტრო სამასი არაგველის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 12:00-19:00
ანაზღაურება: სრულად გამომუშავებაზე (1500-დან 10000-მდე)
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია (ზარები, შეხვედრები, ონლაინ პლატფორმებზე დაკავშირება)
უძრავი ქონების ობიექტების შეთავაზება და პრეზენტაცია
** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა
** ობიექტების მოძიება, დამუშავება და ბაზაში განთავსება
** შეხვედრების დაგეგმვა და ეფექტურად წარმართვა
** კლიენტებისთვის ოპტიმალური შეთავაზებების შერჩევა
მოთხოვნები:
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
** ძლიერი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
** პასუხისმგებლობა და დისციპლინა
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
დამატებითი უპირატესობა:
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული ან სხვა)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მოლაპარაკების დახურვის უნარი
** აქტიური და პროაქტიული მიდგომა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ, მოწესრიგებულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** მაღალშემოსავლიან, შედეგზე დაფუძნებულ სისტემას
** პრაქტიკულ გამოცდილებას და ბაზარზე სწრაფ განვითარებას
** კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას
** მხარდაჭერას და ცოდნის გაზიარებას გუნდიდან
ელფოსტა: info@bluegold.ge
|
|
|
|