Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712794&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: პრემიუმ მეტროპოლ ინკ
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "პრემიუმ მეტროპოლ ინკ." აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვაკანსიის დასახელება: ადმინისტრატორი
ადგილმდებარეობა: ბათუმი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიურ დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობა, საქმისწარმოება;
** კომპანიის საქმიანობის ამსახველი ხელშეკრულებებისა და ყოველგვარი დოკუმენტაციის აღრიცხვა/შენახვა/დაარქივება;
** თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების, თანამშრომელთა პირადი საქმეების, შვებულებების/მივლინებების მოწესრიგება/კონტროლი;
** საოფისე მასალებისა და ინვენტარის მონიტორინგი;
** კორესპონდენციის წარმოება, ფოსტის მიღება-გაგზავნა;
** ოფისში შემოსული ვიზიტორების შეხვედრა და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
** სხვადასხვა საოფისე/საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
** ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ელექტრონული კომუნიკაცია-კორესპოდენციის კარგი უნარი;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Word, Excel);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულება;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:

** გრაფიკი: სრული სტანდარტული განაკვეთი;
** ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით;
** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტით, დაზღვევის პროგრამით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infopmi@metropol.ge (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია