|
დასახელება:
შრომითი იმიგრაციის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
რუსთავის აზოტი
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 06 მაისი
|
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.
სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.
სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას შრომითი იმიგრაციის კოორდინატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
სახელფასო განაკვეთი: 2000 ლარი (ნეტი)
ძირითადი მოვალეობები:
** უცხოელი თანამშრომლებისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების პროცესის მართვა
** საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, გადამოწმება და მომზადება
** შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და პროცესების კოორდინაცია
** ვადების მონიტორინგი და პროცესის დროულად დასრულების უზრუნველყოფა
** თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა ბინადრობის პროცედურებთან დაკავშირებით
** შიდა გუნდებთან (HR, იურიდიული და სხვა) აქტიური თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** შრომითი ბინადრობის / იმიგრაციის პროცესების ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
ენები:ინგლისური - B2-C1
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
** ტრანსპორტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com;
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|