|
დასახელება:
ტენდერი კახეთის რეგიონში სასტუმროს შერჩევასთან დაკავშირებით
|
| მომწოდებელი:
CENN
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
"CENN" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის (1 წელი) აცხადებს ტენდერს კახეთის რეგიონში მაღალი დონის სასტუმროს შერჩევასთან დაკავშირებით.
სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
** სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
** ნომრების სისუფთავე;
** სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
** სველ წერტილებში ცხელი წყალი;
** საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
** საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი და ა.შ.)
** საკონფერენციო დარბაზსა და ნომრებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტ სერვისი;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 17 აპრილის ჩათვლით (18:00 საათი) CENN-ის ოფისში, მისამართი: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:
1) ოთახების რაოდენობასა და მათ ღირებულებას (ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
2) საკონფერენციო ოთახების რაოდენობას და მათი ერთი სრული დღის ღირებულებას (ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
3) ZOOM-ის ტექნიკური ჯგუფის ერთი სრული დღის მომსახურების ღირებულებას (ჰიბრიდული კონფერენციის მართვა, ლაივის გაშვება, კამერით გადაღება, ტექნიკური მომსახურება. ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
4) ყავა-ჩაის, ლანჩის და ვახშმის ღირებულებებს (ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
5) 2026 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო);
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
** მომსახურების ღირებულება;
** განაცხადის მოთხოვნასთან შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის
|
|
|
|