Робота для біженців з України
სისტემის მონიტორინგის და ქლირინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისტემის მონიტორინგის და ქლირინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ეძებს გუნდის ახალ წევრებს (24/7 მომსახურების გუნდი) სისტემის მონიტორინგის და ქლირინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

პოზიციის ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობებია:

** საბარათე ავტორიზაციების, ბანკომატების და სხვადასხვა სისტემების მონიტორინგი მათი სტაბილურობისა და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
** პრობლემური საკითხის დროული განსაზღვრა და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება კორპორატიული პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით;
** საბანკო/საბარათე ოპერაციების დამუშავება;
** სავაჭრო და მომსახურე ობიექტების სატელეფონო მომსახურება და კონსულტირება პოს-ტერმინალების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

სამუშაო განრიგი - წინასწარ განსაზღვრული ცვლების და შესაბამისი ანაზღაურების სქემის შესაბამისად (24/7-ზე მომსახურების დაფარვა)

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** Microsoft" -ის პროდუქტების ცოდნა (MS Office, MS Windows);
** ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინფორმაციის სწორად გადაცემის და დეტალებზე ორიენტულობის უნარი;
** პუნქტუალურობა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30.04.2026

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 777 222

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე