Робота для біженців з України
ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: სასტუმრო ქარვასლა
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
სასტუმრო "ქარვასლა" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში და აერთიანებს 48 ინდივიდუალურ ოთახს, რესტორანს, ბარს, საკონფერენციო სივრცეს, სატრენაჟორო დარბაზსა და მასაჟის ოთახს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი
ანაზღაურება: 800 ლარი

მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, მათი ბარგის სასტუმროში შეტანა და სასტუმროს ოთახამდე მიცილება
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
** ინფორმირებულობა ქალაქის, მიმდებარე ტერიტორიებისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ
** საჭიროებისამებრ სტუმრებისთვის სასტუმროს წესების გაცნობა და ოთახების თავისებურებების ახსნა
** სასტუმროს სერვისების სრულყოფილი ცოდნა
** მოთხოვნისამებრ სტუმრების ბარგის სათანადოდ შენახვის უზრუნველყოფა
** სასტუმროს მომსახურებაზე, არსებულ სერვისებსა და პროდუქტებზე სრული ინფორმაციის ფლობა
** ნებისმიერი უყურადღებოდ მიტოვებული ბარგის შესახებ უსაფრთხოების ხელმძღვანელის ინფორმირება
** ფრონტ ოფისის მენეჯერის დავალებით სხვადასხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა

დამატებითი ინფორმაცია:

** მეგობრული სამუშაო გარემო
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** კვებით უზრუნველყოფა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@qarvaslahotel.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სასტუმრო "ქარვასლა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე