Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712727&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: Brod
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, BRØD Basement, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

"BRØD Basement"-ის გუნდში ვეძებთ უსაფრთხოების ოფიცერს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: კვირაში ორი სამუშაო დღე - პარასკევი, შაბათი
გრაფიკი: 21:30-03:30
ანაზღაურება: დღიური 120 ლარი

მოვალეობები:

** ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სტუმრებთან
** ობიექტის შემოსასვლელი სივრცის ფიზიკური მონიტორინგი და კონტროლი; ობიექტის გარე სივრცის კონტროლი
** სტუმრების დაშვების პროცესის მართვა, ფეის კონტროლთან თანამშრომლობით
** სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა, დარღვევების იდენტიფიცირება; ხარვეზების დაფიქსირება და სათანადო რეაგირება
** ობიექტის თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, შიდა რეგულაციების შესაბამისად

მოთხოვნები:

** მსგავსი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლიანობა
** ძლიერი საკომუნიკაციო უნარები
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** პასუხისმგებლიანობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია