|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Estemed
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 06 მაისი
|
"Estemed" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ავალიშვილის 12, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
** საქონლის მიღება, შემოწმება და სწორად განთავსება საწყობში
** შეკვეთების შეგროვება და მომზადება გასაცემად
** ორი კომპანიისთვის საქონლის გაცემისა და გადაზიდვის პროცესის უზრუნველყოფა.
** პროდუქციის აღრიცხვა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა
** საწყობის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
** ტვირთის გადატანა და დალაგება საჭიროებისამებრ
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება
** გუნდში მუშაობის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ანაზღაურება: 2500 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@estemed.ge
გაგზავნილი რეზიუმეები გამოიყენება მხოლოდ სამუშაო ადგილზე დასაქმების პროცესისთვის და ინახება კონფიდენციალურად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|