Робота для біженців з України
სავაჭრო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: გაგრა პლუსი
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ტერიტორია - თბილისი.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით.

მოვალეობები:

** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან; ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი, პროდუქციის ვადების კონტროლი და როტაცია.
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ყოლა (კომპანია უზრუნველყოფს საწვავს).
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** ორგანიზაციის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თვითორგანიზებული, ენერგიული.
** შრომისმოყვარე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Zura.Kapanadze@gplus.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სავაჭრო აგენტი სათაურის ველში (Subject)

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე