Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბლექ სი გრუპი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
ბუღალტერი

კომპანიის შესახებ:

"კომპანია ბლექ სი გრუპი" 2005 წელს დაარსდა და მალევე დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია საქართველოს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი მიზანი ქვეყნის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა, კეთილმოწყობა და განვითარებაა. მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე განხორციელებული არაერთი სტრატეგიული პროექტით, ჩვენ ვაშენებთ გზებს, რომლებიც აკავშირებს ქალაქებსა და სოფლებს. დღეს "ბლექ სი გრუპი" ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების საიმედო შემსრულებელი და დარგის უპირობო ლიდერია.

ვეძებთ გამოცდილ ბუღალტერს, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** პირველადი საბუთების მიღება, შემოწმება და პროგრამული აღრიცხვა (ინვოისები, ქვითრები, აქტები);
** ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების სინქრონიზაცია RS.ge-ს მონაცემებთან;
** ფინანსური ოპერაციების (ლიზინგი, სესხი) და დებიტორ-კრედიტორების აღრიცხვა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება, საბანკო ანგარიშებისა და გადახდების მუდმივი კონტროლი;
** თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დათვლა და შესაბამისი გადასახადების დარიცხვა;
** რეალიზაციის გაანგარიშება და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
** საგადასახადო დეკლარაციებისა და დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენა;
** ინვენტარიზაციის პროცესის მომზადება და მასში მონაწილეობა;
** წარმოების საბუთებისა და მარაგების ჩამოწერის პროგრამული დამუშავება;
** ფინანსური ანგარიშგებების (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები) მომზადება;
** წლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და აუდიტის პროცესის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებსა და RS.ge-თან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ფლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიულ გუნდთან თანამშრომლობას;
** მასშტაბურ პროექტებში ჩართვისა და დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** კარიერულ წინსვლასა და განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორპორატიულ ნომერს.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Info@bsg.com.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ბუღალტერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე