|
დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
დი ემ თი
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
კომპანიის შესახებ:
"DMT" - დი-ემ-თი არის SaaS (Software as a Service) სტარტაპი, რომელიც ბიზნესებს (B2B) საინჟინრო სისტემების ციფრულად მართვასა და ენერგო რესურსების დაზოგვაში ეხმარება. გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის დანადგარების ონლაინ მართვა კომპანიებს პროცესების გამარტივებასა და პროდუქტიულობის გაზრდაში უწყობს ხელს და უახლესი ტექნოლოგიების სასარგებლოდ გამოყენებას უზრუნველყოფს. დი-ემ-თი პლატფორმით უკვე სარგებლობენ ყველაზე ცნობილი და წარმატებული კომპანიები საქართველოს ბაზარზე. თუ გიზიდავს `სტარტაპული` გარემო, დინამიური პროცესები, თან განვითარებაზე ორიენტირებული და სწრაფად ადაპტირებადი ხარ, ეს პოზიცია შენია!
გაყიდვების სპეციალისტის მიზანია მოიზიდოს ახალი კლიენტები და შეუქმნას მათ ყიდვის საუკეთესო გამოცდილება. მისი პასუხისმგებლობა იქნება `cloud-based` პლატფორმის მომხმარებელი კომპანიების რაოდენობის გაზრდა.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 9:00-დან 18:00-მდე ან 10:00-დან 19:00 საათამდე შაბათ-კვირის გარდა. შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
ანაზღაურება (თვიური ნეტი): ფიქსირებულს + ბონუსი (მაღალი %)
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე
სამუშაო ადგილი: თბილისი, მარშალ გელოვანის 1
პასუხისმგებლობები:
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** კლიენტებთან მოლაპარაკებები წარმოება;
** პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
** კლიენტების ბაზის განვითარება;
** ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია მშენებლობის მიმართულებით;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების - MS Office, Excel-ის კარგად ცოდნა;
** ახსნისა და დარწმუნების უნარი;
** პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი;
** კლიენტებზე ორიენტაცია და მათი პერსპექტივიდან დანახვის უნარი.
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 16 აპრილი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: talantrecruitment@gmail.com. სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
DMT უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|