Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712412&print=yes&view=jobs
 
ქსელური მარკეტების საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელური მარკეტების საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქსელური მარკეტების საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელის მაღაზიების ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი
** მარაგების, ლოჯისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის პროცესების კოორდინაცია
** ოპერაციული მაჩვენებლების (KPI) ანალიზი, მონიტორინგი და გაუმჯობესება
** კომპანიის სტანდარტების დანერგვა და მათი შესრულების ზედამხედველობა
** ბიზნეს პროცესების ანალიზი, არაეფექტური ეტაპების გამოვლენა და ოპტიმიზაციის წინადადებების შემუშავება
** ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და შესრულების კონტროლი ქსელის მასშტაბით
** მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობების ოპერაციულ განხორციელებაში მონაწილეობა და შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** გუნდის უშუალო ხელმძღვანელობა, განვითარება და მოტივაცია
** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მსგავს მიმართულებაში
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება საოპერაციო ან ქსელური მარკეტის მართვის სფეროში (მენეჯერულ პოზიციაზე)
** KPI-ებთან მუშაობისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება
** მერჩენდაიზინგის სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (B2 დონე)

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ბონუს სისტემას შედეგებზე დაყრდნობით
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** დინამიკურ და ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს
** ანაზღაურება შეთანხმებით
** გრაფიკი სტანდარტული

თუ მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: vacancyhr1414@yahoo.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ქსელური მარკეტების "საოპერაციო მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გმადლობთ, ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია