Робота для біженців з України
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის გიდი-პედაგოგი - სიღნაღი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის გიდი-პედაგოგი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმი" აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის გიდი-პედაგოგის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების ისტორიის, ისტორიის, პედაგოგიკის ან მომიჯნავე სფეროებში;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ვიზიტორებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
** საგანმანათლებლო პროგრამების და ღონისძებების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველი).

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** აუდიტორიის მართვისა და სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ტურების ჩატარება;
** ინფორმაციის ფლობა ექსპონატებისა და კოლექციების შესახებ;
** ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში;
** საგანმანათლებლო მასალების შემუშავებაში მონაწილეობა.

სამუშაო გრაფიკი: ხელმძღვანელთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, კვირაში 5 დღე 10:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 900 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: ქ. სიღნაღი, შოთა რუსთაველის N8

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე