|
დასახელება:
დამხმარე ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Ilaria
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 03 მაისი
|
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს დამხმარე ბუღალტერს პარტნიორი კომპანიისთვის:
** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00
** ანაზღაურება: 2 000 - 2500 ლარი (Net)
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან ბუღალტერს პარტნიორი ჰოლდინგური კომპანიისთვის. პოზიცია შესაფერისია კანდიდატისთვის, რომელსაც აქვს საბუღალტრო სფეროში გამოცდილება და სურს პროფესიული განვითარება მრავალპროფილურ გარემოში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საბუღალტრო აღრიცხვა და ოპერაციები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების და გადახდების ასახვა სისტემაში;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლის მხარდაჭერა;
** ანგარიშების და ნაშთების სიზუსტის მონიტორინგში მონაწილეობა;
** ტრანზაქციების აღრიცხვა შიდა პოლიტიკისა და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
** საბუღალტრო პროგრამაში და RS.GE-ზე შესაბამისი ოპერაციების წარმოება.
ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისობა:
** ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში ჩართულობა;
** მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის მხარდაჭერა;
** აუდიტთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა.
ანალიტიკა და კონტროლი:
** ბუღალტრული მონაცემების ანალიზში მხარდაჭერა;
** შიდა კონტროლის პროცესებში ჩართულობა;
** ფინანსური პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების მხარდაჭერა;
** ფულადი ნაკადების მონიტორინგში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება
** განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** საბუღალტრო საქმიანობაში 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** სასურველია ჰოლდინგურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
პროფესიული უნარები:
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვისა და სხვადასხვა დავალებაზე ეფექტურად მუშაობის უნარი;
** Excel-ის და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "დამხმარე ბუღალტერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
|
|
|
|