|
დასახელება:
აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ფინანსისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 03 მაისი
|
სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმი" აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეკონომიკური დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ფინანსისტის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა - 1
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის, საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით;
** აღრიცხვა-ანგარიშგების, ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** etreasury.ge - ხაზინის ერთიან ელექტრონულ სისტემასა და rs.ge - შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის უნარი;
** შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ბ) საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
გ) საქართველოს კანონი "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ";
დ) საქართველოს კანონი "საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ";
ე) "ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 დეკემბრის N726 დადგენილება;
ვ) "საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება;
ზ) "პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება;
თ) "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
ე) "სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;
ვ) "სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება.
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
ფუნქცია-მოვალეობები:
** წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ, საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის მომზადების უზრუნველყოფა და წლის განმავლობაში მასში ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია;
** საბიუჯეტო განხილვების შედეგად შეთანხმებული ძირითადი პარამეტრების მიხედვით ეროვნული მუზეუმის დასაგეგმი წლის ბიუჯეტის მომზადება და შესაბამისი პროცესების კოორდინაცია;
** საბიუჯეტო ასიგნებებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ პროექტის მომზადება ან/და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა;
** დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და პასუხის მომზადება;
** ხელმძღვანელობის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
** სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების, პროდუქტების შემუშავება, ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
** დავალების შესრულების პროცესში, ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გზით;
** ხელმძღვანელის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 2000 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N3
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com
|
|
|
|