|
დასახელება:
დამტვირთველის მძღოლი
|
| მომწოდებელი:
პალატი
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 03 მაისი
|
შპს "პალატი", ფანერის მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას დამტვირთველის მძღოლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ტექნიკური განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დამტვირთველის მძღოლის პოზიციაზე;
** დამტვირთველის მართვის მოწმობა S კატეგორია;
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის (ტვირთის) გადმოტვირთვის, უსაფრთხოდ აწევა-დაწევის, გადაადგილების და შესაბამის ადგილზე გადაზიდვის უზრუნველყოფა;
** ავტომტვირთავზე პროდუქციის სწორად დალაგება-განაწილების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება და ა.შ;
** ავტომტვირთავის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა;
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00)
მდებარეობა: ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4.
თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.
გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: HR@palatillc.com ან დაგვიკავშირდით ნომრებზე - 511 104 113, 511 251 015.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
|
|
|
|