|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
სსიპ კოლეჯი მოდუსი
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
|
თანდართული ფაილი:
712378_Attachment_3283184.zip
|
სსიპ კოლეჯი "მოდუსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქ.რუსთავში.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** სასამართლო დავებზე კოლეჯის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;
** კოლეჯის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
** თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** კოლეჯის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
** კოლეჯში შემუშავებული რეგულაციების და წესების სამართლებრივი ექსპერტიზა;
** კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** მოთხოვნის შემთხვევაში კოლეჯში დაცული საჯარო ინფორმაციის მოძიება და გაცემა ან ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება;
** კოლეჯში დაცული სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების საარქივო დოკუმენტაციის წარმოება;
** კოლეჯის წესდებით, კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია სამოქალაქო-ადმინისტრაციული სპეციალიზაციით ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული "თანდართული ფაილი" (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: careers@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 13 აპრილი.
სსიპ კოლეჯი მოდუსი (რუსთავი)
ტელეფონი: 591 23 80 80
|
|
|
|