Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712325&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების და საოპერაციო მხარდაჭერის დეპ. უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების და საოპერაციო მხარდაჭერის დეპ. უფროსი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და საოპერაციო მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ს. ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ოპერაციების მართვის და შესყიდვების სტრატეგიის, პროცედურების, პოლიტიკების შემუშავება, დანერგვა და მართვა;
** შესყიდვების მიმართულებით, კომპანიის ბიზნეს პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ყოველწლიური, კვარტალური და ყოველთვიური შესყიდვების გეგმის შედგენა;
** შემოსული მოთხოვნების შესაბამისად, უცხოელ ან/და ადგილობრივ მომწოდებლებთან სამედიცინო/არასამედიცინო პროდუქციის მოძიებისა და შესყიდვის პროცესების მართვა;
** ბაზარზე არსებული ფასების ანალიტიკა, შესასყიდი და შესყიდული პროდუქციის/მომსახურების ხარისხისა და ფასების პერიოდული დადგენის/ანალიზის მიზნით; შესასყიდი პროდუქციის საბაზრო ფასებისა და პროდუქციის ხარისხის თანხვედრის მონიტორინგი;
** სამედიცინო/არასამედიცინო პროდუქციის მარაგებისა და ნაშთების კონტროლი, შესყიდვის გეგმებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; შესაბამისი ანალიტიკისა და რაპორტინგის წარმოება;
** საამშენებლო / სარემონტო/ინფრასტრუქტურული/საოპერაციო პროექტების მართვა, დაგეგმილი ვადებითა და ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა;
** ქსელის მასშტაბით, საოპერაციო პროცესების მონიტორინგი და სერვისის გამართულობის უზრუნველყოფა;
** ქსელის მასშტაბით, სამედიცინო აპარატურის გამართულობის უზრუნველყოფა, აპარატურის განახლებისა და უწყვეტობის პროცესების მართვა;
** მიმართულების ფარგლებში აუთსორსული სერვისების მართვის პროცესის მონიტორინგი;
** დეპარტამენტის მასშტაბით, შესრულებული სამუშაოსა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, ანგარიშის წარმოება, დირექტორისთვის და მენეჯმენტისთვის წარდგენა;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ზოგადი მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მაგისტრის ხარისხი;
** აუცილებელია რელევანტური მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 4 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:

ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.

ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.

ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 20 აპრილი, 2026

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/shesyidvebis-da-saoperacio-mxardacheris-departamentis-ufrosi-/713

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია