Робота для біженців з України
ელექტრო ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო ინჟინერი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრო ქსელების, კონტროლის სისტემებისა და მოწყობილობების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვით;
** ელექტრო სქემების, ჩარტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** შემსრულებელთა სამუშაოს მონიტორინგი ადგილზე ან დისტანციურად, რათა შესრულდეს პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები;
** პრობლემების იდენტიფიცირება და ტექნიკური რეკომენდაციების გაცემა შესრულების პროცესში;
** მექანიკური ინჟინერიასთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა ინტეგრირებული სისტემების (ელექტრო + მექანიკური) პროექტების შედგენის პროცესში;
** პროექტირების ეტაპზე რესურსებისა და ვადების მართვა;
** შემსრულებელთა მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესება ტექნიკური ზედამხედველობით;
** შესაბამისი ელექტრო სტანდარტების, უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა პროექტისა და შესრულების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
** ცოდნა: ელექტრო ქსელების, კონტროლის სისტემებისა და ელექტრო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების;
** ტექნიკური უნარები: AutoCAD, ETAP, EPLAN ან მსგავსი პროექტირების პროგრამების გამოცდილება;
** ტექნიკურ დოკუმენტაციის, სქემების და მონაცემთა ანალიზის კარგი ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 2-3 წელი გამოცდილება ელექტრო პროექტირებასა და ზედამხედველობაში;
** გამოცდილება მრავალფუნქციურ პროექტებზე (ელექტრო + მექანიკური ინტეგრირებული სისტემები);
** პრაქტიკული გამოცდილება სამუშაოს შესრულების მონიტორინგში, შემსრულებელთა ხელმძღვანელობაში და პროექტის ვადების კონტროლში.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის და გუნდთან მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია და სისტემატური მიდგომა;
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიკაცია და ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** პასუხისმგებლობა და ინიციატივა სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციისთვის.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

https://hel-ai.com/apply/VXwIgSic
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე