|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ევრო ბრენდი
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 03 მაისი
|
კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოადგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები.)
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. რუსთავში, რუსთავი მოლის (შარტავას გამზირის და ქუჩა ლომოურის გადაკვეთაზე 1) ფილიალში.
ძირითადი მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, internet);
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ფუნქციები და მოვალეობები:
** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 700-750 ლარი; დამატებით საბონუსე სისტემა.
** მდიდარ კორპორაციულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@eurobrand.ge და მიუთითოთ პოზიცია: "მაღაზიის კონსულტანტი რუსთავი ფილიალში". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 40 66 48 (სამუშაო საათებში).
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|