|
დასახელება:
სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი AMO
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 03 მაისი
|
"ამო" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე/2 დასვენების დღე, ცვალებადი გრაფიკის მიხედვით) ანაზღაურება: 2200 ₾
ჩვენ შესახებ
"ამო" - თანამედროვე, ქართული რესტორანი მთაწმინდაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რესტორნის ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (რუსული - სასურველი).
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის სერვისის პროცესის მონიტორინგი და კოორდინაცია, მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად;
** მიმტანების გუნდის მართვა - სამუშაოს განაწილება, შესრულების კონტროლი და მხარდაჭერა;
** გადაუდებელ სიტუაციებში მიმტანების გუნდის სამუშაო პროცესში აქტიური ჩართვა და დახმარება;
** სტუმართა მომსახურების ხარისხის კონტროლი და პრობლემურ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება;
** შეკვეთების სისწორის, სისწრაფისა და დროულობის უზრუნველყოფა;
** სტუმრების უკუკავშირის მიღება და კმაყოფილების დონის შეფასება;
** პრობლემების იდენტიფიცირება, ხელმძღვანელთან კომუნიკაცია და პირველადი გადაწყვეტილებების მიღება;
** რესტორნის მენიუს, სერვისის სტანდარტებისა და სპეციალური შეთავაზებების სრულყოფილად ცოდნა და გუნდის ინფორმირება;
** სამუშაო გრაფიკის, დისციპლინისა და შიდა რეგულაციების დაცვის ზედამხედველობა;
** დარბაზის ორგანიზებულობისა და სისუფთავის კონტროლი;
** ეფექტური კომუნიკაცია სამზარეულოსთან, ბართან და ადმინისტრაციასთან;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის ხელშეწყობა და ინსტრუქტაჟის ჩატარება
პიროვნული მახასიათებლები:
** ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
** სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვისა და ორგანიზების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე, მეგობრულ, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მენეჯმენტის მხარდაჭერასა და მუდმივ უკუკავშირს.
შერჩევის პროცესი: კანდიდატები შეირჩევიან რეზიუმეს განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@niksholding.com
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: პოზიციის დასახელება - თქვენი სახელი და გვარი
შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი
თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|