Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712221&print=yes&view=jobs
 
სასტუმროს ცენტრის ოპერატორი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Dreamland Oasis Chakvi
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - დაბა ჩაქვი
სამუშაო განაკვეთი - სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი და შიდა სატელეფონო ზარების მიღება, გადამისამართება და დამუშავება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სტუმრების მოთხოვნების, შეკითხვებისა და საჩივრების ყურადღებით მოსმენა და სწორი რეგისტრაცია;
** ზუსტი, ამომწურავი და აქტუალური ინფორმაციის მიწოდება კომპლექსის სერვისების, ობიექტების, ღონისძიებებისა და წესების შესახებ;
** სტუმრების მოთხოვნების შესაბამის დეპარტამენტებთან (Housekeeping, F&B, Maintenance და სხვ.) დროული გადაცემა და შესრულების მონიტორინგი;
** Wake-up call-ების, შეტყობინებების და სხვა სატელეფონო სერვისების ორგანიზება;
** ყველა კომუნიკაციის, მოთხოვნისა და უკუკავშირის დაფიქსირება შესაბამის სისტემაში (PMS/CRM/ლოგბუქი);
** კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების დაცვა;
** საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოქმედება დადგენილი პროცედურების (SOP) შესაბამისად;
** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია სტუმრის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით.

პასუხისმგებლობები:

** სტუმართა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
** კომუნიკაციის სიზუსტე და დროულობა;
** ინფორმაციის სწორად გადაცემა და მინიმალური შეცდომების დაშვება;
** კომპანიის შიდა წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** პოზიტიური და პროფესიონალური იმიჯის შენარჩუნება.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ქოლ-ცენტრში ან სტუმარმასპინძლობის სფეროში (სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე (დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office, PMS/CRM სისტემები სასურველია);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია;
** ეფექტური კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
** ერთდროულად რამდენიმე დავალების მართვა
** დროის ეფექტური მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სასტუმროს ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტის ინფორმირება

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია