Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712219&print=yes&view=jobs
 
რესტორნის მენეჯერი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: Dreamland Oasis Chakvi
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - კვებისა და სასმელების დეპარტამენტის დირექტორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების მართვა მომსახურების უმაღლესი სტანდარტების (SOP) უზრუნველსაყოფად;
** რესტორნის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა: სამზარეულოსა და დარბაზის მოწყობილობები, POS სისტემები, ტერმინალები, განათება, უსაფრთხოების სისტემები;
** სერვისისა და პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი სტუმრის მაქსიმალური კმაყოფილების მისაღწევად;
** სურსათის უვნებლობისა (HACCP) და შრომის უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;
** სტუმრების უკუკავშირზე, საჩივრებსა თუ გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე სწრაფი, პროფესიონალური და ეფექტური რეაგირება.
** გუნდის დაკომპლექტება (შერჩევა/ინტერვიუირება), ადაპტაცია და სამუშაო გრაფიკების ოპტიმიზაცია;
** პერსონალის რეგულარული გადამზადება, მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და შესრულებული სამუშაოს შეფასება (KPI);
** პოზიტიური, მოტივირებული და გუნდური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად.
** გაყიდვების ზრდის სტრატეგიების შემუშავება, ლოიალობის პროგრამების დანერგვა და სერვისის გაუმჯობესების ინიცირება;
** აღმასრულებელ შეფ-მზარეულთან კოლაბორაცია მენიუს ოპტიმიზაციის, სეზონური შეთავაზებებისა და მარკეტინგული აქციების დაგეგმვის მიზნით.
** ნაშთების კონტროლი, შესყიდვების მართვა და დანაკარგების (wastage) მინიმუმამდე დაყვანა;

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** სერვისში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა
** სასურველია საოფისე პროგრამებისა და FMG-ის კარგად ცოდნა
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, დროის მართვის უნარი, იყოს ემპათიური, მიუკერძოებელი და სამართლიანი;

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რესტორნის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტის ინფორმირება

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია