Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712215&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ოფისმარტი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
"OfficeMart" უკვე 13 წელია ემსახურება საშუალო და მსხვილ ბიზნესებს და ქმნის გამორჩეულ გამოცდილებას კორპორატიული ვაჭრობის სფეროში. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ყოველდღიური საოფისე საჭიროებების სწრაფად, მარტივად და სისტემურად მოგვარებაში.

ეს ვაკანსია თქვენთვისაა, თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც დაფასდება ყურადღება ადამიანებისადმი, კომუნიკაციის ხარისხი, პასუხისმგებლობა და განვითარებაზე ფოკუსი. ჩვენ ვეძებთ მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერს, რომელიც იზრუნებს არსებულ კლიენტებთან ძლიერი და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, მათ საჭიროებებზე დროულ რეაგირებაზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (შაბათ-კვირის გარდა)
** ანაზღაურება: ხელფასი 1500₾-2000₾

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას
** კომპანიის პროდუქციაზე სპეციალურ ფასდაკლებას
** დინამიურ, თანამედროვე და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ კორპორატიულ მომხმარებლების ყოველდღიური კომუნიკაციის მართვა
** მომხმარებლის საჭიროებების, პრობლემებისა და მოლოდინების გააზრება
** შეკვეთებთან, მომსახურებასთან და მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მომხმარებლების მხარდაჭერა
** კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავება და მათი კმაყოფილების ზრდაზე მუშაობა
** მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და შესაბამის გუნდებთან გადამისამართება
** გაყიდვების დამატებითი შესაძლებლობების აღმოჩენა და შესაბამისი შეთავაზებების ინიცირება
** მომხმარებლებთან შეთანხმებებისა და კომუნიკაციის შიდა სისტემებში სწორად ასახვა
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროცესებში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება
** ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის მართვის უნარი
** მომხმარებელთან მომსახურების ან კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება იქნება უპირატესობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი
** ენერგიულობა, პოზიტიური დამოკიდებულება და გუნდური მუშაობის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა

თუ გსურთ გახდეთ ახალგაზრდა, თანამედროვე და დინამიური გუნდის წევრი, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანებთან ურთიერთობას, მომსახურების ხარისხს და მომხმარებლისთვის რეალური ღირებულების შექმნას, ველით თქვენს რეზიუმეს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: n.tumanishvili@officemart.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია