|
დასახელება:
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Inex Group
|
|
გამოქვეყნდა: 02 აპრილი
/ ბოლო ვადა: 02 მაისი
|
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე:
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი (ლილო)
სტაჟირების პერიოდი: (ანაზღაურებადი)
ანაზღაურება: 1500 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სატრანსპორტო მომსახურებას
** ფიტპასით სარგებლობას
** მეგობრულ გუნდსა და სამუშაო გარემოს
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, ინვენტარიზაცია და ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი;
** კომპიუტერული სისტემებისა და ქსელური მოწყობილობების მონიტორინგი და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება;
** სერვერული სისტემების მუშაობის კონტროლი და მონაცემთა უსაფრთხოების საბაზისო მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება;
** თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და პრობლემების მართვა Helpdesk პრინციპით;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სამუშაოების ტექნიკური მხარდაჭერა და შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება, ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** ქსელის მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.
"ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|