Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712181&print=yes&view=jobs
 
სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: CarMate
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
ფორვარდერი კომპანია "CarMate", ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილებით მომხმარებლებს სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი აუტო აუქციონებიდან ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებულ ინოვაციურ სერვის, . კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს აუტოექსპერტის დახმარებით, ავტომობილის ისტორიის შემოწმებას და უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე აუქციონზე შესყიდვას და მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.

ფორვარდერი კომპანია "CarMate" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების (TELESALE) პოზიციაზე თბილისში.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 საათამდე
** ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

** სატელეფონო შეთავაზებების გაკეთება მომხმარებლებთან
** კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება;
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიაში არსებული პროდუქტებისა და სიახლეების შესახებ მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** გამართულად მეტყველების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hrcarmate.ge@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია