Робота для біженців з України
ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Georgian AirLink
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ქსელური ინფრასტრუქტურის (LAN/WAN) მართვა და მონიტორინგი
** ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები და სხვა) კონფიგურაცია
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და სწრაფი აღმოფხვრა
** ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** სარეზერვო ასლების (backup) შექმნა და აღდგენა
** ინსტალატორებისა და ტექნიკური გუნდის მხარდაჭერა
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა (TCP/IP, DHCP, DNS და სხვ.)
** ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
** ოპერაციული სისტემების ცოდნა (Windows/Linux)
** ტექნიკური პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ცვლებში მუშაობა - დღის ცვლების გარდა, დასაქმებულმა თვის მანძილზე 4-ჯერ უნდა იმუშაოს ღამის ცვლაში, 22:00-დან 10:00-მდე;
** სტაჟირების პერიოდი: (ანაზღაურებადი);
** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@airlink.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე