Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712138&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჰავი ლოჯისტიკს
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია "ჰავი ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

თქვენი მომავალი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები:

** საწყობში პროდუქციის მიღება;
** მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება დოკუმენტაციასთან მიმართებით;
** ტვირთის გადაზიდვა, როტაცია და საწყობში სწორი განთავსება/დახარისხება;
** შეკვეთების აწყობა შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** პროდუქციის ვადებისა და ტემპერატურის კონტროლი საოპერაციო და ჰიგიენური წესების შესაბამისად;
** პროდუქციის უსაფრთხოების, შეფუთვის მთლიანობისა და ტრანსპორტირებისას წესების დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ელექტრო დამტვირთველის/ფორკლიფტის მართვის გამოცდილება/მართვის მოწმობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ. კვირაში 5 დღე. ცვლადი სამუშაო განრიგი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1654 ლარი + ყოველთვიური ბონუსი საქმიანობის შეფასების საფუძველზე 477 ლარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

ჯანმრთელობის დაზღვევას, კვების კომპენსაციას, Fitpass და სხვა ბენეფიტებს კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: vkakuchaia@onepoint.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 579 72 09 72. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: "საწყობის სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კომპანიის მიერ (შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, გამოყენება, გადაცემა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამმუშავებელია: შპს ვან ფოინთი. მონაცემთა დამუშავების მიზანია დასაქმების პროცესის წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის შეფასება არსებულ ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია თქვენი თანხმობა. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანონმდებლობა ითვალისწინებს უფრო ხანგრძლივ შენახვას ან თქვენ დამატებით თანხმობას განაცხადებთ უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვაზე. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:

** მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;
** მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
** მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
** ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა.

აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად, შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: vkakuchaia@onepoint.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია