Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712136&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: პარკსაიდი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
სამშენებლო კომპანია "პარკსაიდი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტის დაგეგმვის, აღსრულებისა და ჩაბარების პროცესის წარმართვა;
** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, განახლება და იმპლემენტაცია;
** კონკრეტული პროექტისთვის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით, ასევე ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა;
** პროექტში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში, პროექტში ჩართულ მხარეებთან დეტალურად გავლა, დასაბუთება, ცვლილების დადასტურება და შესაბამისი ზომების მიღება;
** პროექტის ჩამორჩენის შემთხვევაში კონკრეტული სამუშაოების დაჩქარება;
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;
** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება;
** საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება;
** შეთანხმებული ბიუჯეტის წარმოების მკაცრად დაცვა;
** პროექტთან დაკავშირებული ყველა სპეციალური დოკუმენტაციის წარმოება / დაქვემდებარებული პირის მიერ წარმოებულის სისწორის კონტროლი; (ფორმა # 2; ფარული აქტები; სასაწყობო ნაშთები; გეოდეზიური აქტები; ნებისმიერი სამშენებლო დოკუმენტაცია)
** პროექტის მიღება - ჩაბარების პროცესის მართვა;
** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; (სავალდებულოა)
** მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; (მნიშვნელოვანი უპირატესობა მიენიჭება, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილებას)
** პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; (Archicad, Autocad)
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);
** გუნდის მართვის უნარი;
** პროექტის მართვის ცოდნა და უნარი;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: JIKIDZES@GMAIL.COM და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო პროექტების მენეჯერი".

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია