Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712131&print=yes&view=jobs
 
საწარმოს მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: wedo.ge
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
კომპანია "ვიდუ" დაფუძნდა 2020 წელს და დროის მცირე მონაკვეთში სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ კონკურენტულ ფიგურად იქცა. საკმაოდ დიდი გამოცდილების და სწორი მენეჯმენტის საფუძველზე კომპანიამ ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდარული წილი.

"ვიდუ" მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ მომსახურებას, საფასადე და ინტერიერის საღებავებს, სამშენებლო ლითონკონსტრუქციების გაქირავების სერვისს და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას.

ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საწარმოს მენეჯერის თანაშემწეს პოზიციაზე თბილისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.we-do.ge/

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სოფელი გლდანი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი, შაბათი ნახევარი განაკვეთი)

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო პროცესის პროგრამულად ასახვა
** ნაშთების კონტროლი პროგრამულად
** ინვენტარის გასვლის აღრიცხვა პროგრამულად
** ინვენტარის შემოსვლის აღრიცხვა პროგრამულად
** მასალის მიღების და გახარჯვის აღრიცხვა პროგრამულად
** საწყობების შევსება/კონტროლი პროგრამულად
** ზედნადების გამოწერა
** ზედნადებით მიღებული პროდუქციის აღრიცხვა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილებიან ფინანსების და ბუღალტერიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** სასურველია სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა სასურველია
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სასურველია
** აღრიცხვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სასურველია

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@wedo.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია